ნოველები "ჩემი მეგობრების ისტორიები" · 29 сентября 2026

სულელი ლუკა

96 прочтений · 3 мин чтения

სულელი ლუკა

- გარდაიცვალა ჩემი ბიჭუნა, - მითხრა მოკუზულმა ბებიამ, ერთმანეთს რომ შევხედეთ.

ჩვენ ჩემი სახლის ეზოში ვიდექით და მე ჟრუანტელმა დამიარა.

ლუკას მთელი ცხოვრება ვიცნობდი - ჩემზე ორიოდე წლით უფროსი იქნებოდა და ერთ ხუთსართულიან სახლში ვცხოვრობდით. ჩვენი სახლის ირგვლივ იყო ეზო, რომელშიც, დედების მეთვალყურეობის ქვეშ, ჩვენ, ბიჭები და გოგოები, ერთად ვთამაშობდით, მერე ერთად წავედით პირველ კლასში, და შემდეგ მოზარდები ვიკრიბებოდით ,,ჩვენი სასტავით“, ერთი სიტყვით ვმეგობრობდით.

ლუკა ჩვენთან არ მეგობრობდა, უფრო სწორედ ჩვენ არ ვემეგობრებოდით ლუკას, იმიტომ რომ ის იყო სულელი. არა, არაფერს ცუდს არ აკეთებდა, მაგრამ სკოლაში არ დადიოდა, საუბრობდა გაუგებრად და მისი სახიდან გულუბრიყვო სიცილი არ ქრებოდა.

როდესაც ჩვენ მხიარული კამპანიით ვიკრიბებოდით, ვიცინოდით და ვმხიარულობდით, ლუკა შორი ახლოს სკამზე იჯდა, როდესაც ჩვენ გადავწყვეტდით ქალაქში გასეირნებას, ლუკა უკან მოგვყვებოდა, მაგრამ მერე გატრიალდებოდა და ეზოში ბრუნდებოდა.

სკოლის ბოლო ზაფხული ყველაზე მხიარული და ბედნიერი იყო ჩემს ცხოვრებაში. ეზოში ცხოვრება დუღდა. ყველა მეგობრობდა, ვიღაცას ვიღაც უყვარდა, ყველას დიდი გეგმა ჰქონდა სკოლის დამთავრების შემდეგ.

ერთხელ, საღამოს, როდესაც ჩვენ ჩვეულებისამებრ ვერთობოდით ეზოში, ლუკა ადგა თავისი სკამიდან და ყოყმანით მოგვიახლოვდა. ჩვენ გაოცებული მივაშტერდით მას, ხოლო ერთ-ერთმა ბიჭმა უთხრა:


-რა გინდა, სულელო?

ლუკა თავჩაქინდრული იდგა, ერთ ხელში ბინძური კნუტი ეკავა, მეორეში - კარამელის კანფეტი.

- კანფეტი გინდა, პატარა გოგოვ? - ჩემთვის არც კი შემოუხედავს ისე მკითხა და კანფეტი გამიწოდა.

მე ცოტათი შემეცოდა ლუკა და მინდოდა კანფეტის აღება, რომ მას არ სწყენოდა, მაგრამ მე ხომ „მაგარი“ გოგონა ვიყავი და ჩემს დამცირებას ვერ დავუშვებდი, ამიტომ გავჩუმდი.

- მოშორდი აქედან, იდიოტო, შენი კანფეტით და სულელი კნუტით, - სიცილით უპასუხა მეორე ბიჭმა.

- ჩემი კატა არ არის სულელი! - უცებ წამოიძახა ყოველთვის მშვიდმა ლუკამ და ბიჭს ქვა ესროლა.

ქვა ჩვენი მეგობრის წარბში მოხვდა და სისხლი წასკდა. დაიწყო პანიკა. დაუძახეს ბიჭის მშობლებს. მშობლებმა პოლიცია გამოიძახეს. ლუკა წაიყვანეს, მაგრამ, მეორე დღეს გამოუშვეს. სულელს რას გამორჩებოდნენ?!

ცოტახნის მერე მე სასწავლებლად გავემგზავრე. შემდეგ გავთხოვდი და გოგოს დედა გავხდი. როდესაც ჩემი გოგონა 5 წლის გახდა, მე და ჩემმა ქმარმა გავიგეთ, რომ ისევ გვეყოლებოდა შვილი. ჩემმა მშობლემა ჩვენდა გასახარად, გვაჩუქეს თავისი ბინა და თვითონ საცხოვრებლად სოფელში გაემგზავრნენ.

ადვილად გადავბარგდით. ხოლო მეორე დღეს ქმარი სამსახურში რომ გავუშვი, შვილთან ერთად ეზოში ჩავედი.

გავედი რა სახლის სადარბაზოდან გავჩერდი, დავხუჭე თვალები და ბავშვბოს ჰაერი ჩავისუნთქე.

- დიდო გოგოვ, გინდა კანფეტი? - დაბერებული ლუკა წამოდგა თავისი სკამიდან და ნელი ნაბიჯით, თითქოს შეშინებული, მომიახლოვდა და ჭუჭყიანი კანფეტი გამიწოდა.

- მინდა, მადლობა, ლუკა, - ვუპასუხე და კანფეტი გამოვართვი.

ლუკა ბედნიერებისგან გაიბადრა.

- და შენ, პატარა გოგოვ, გინდა კანფეტი? - შეეკითხა ის ჩემს გოგოს.

- დიახ! - უპასუხა ბავშვმა და აიღო კანფეტი.

გახარებულმა ლუკამ შემომხედა და თქვა:

-ეს გოგოა.

-ჰო ლუკა, ეს გოგოა, ჩემი შვილია.

-იქ კი ბიჭია, - თქვა ლუკამ, და მიუთითა ჩემს ჯერ კიდევ პატარა მუცელზე.

-არ ვიცი, ლუკა, - ვუპასუხე მე, - ჩვენ არ გვინდა ბავშვის დაბადებამდე სქესის გაგება.

-იქ ბიჭია, - დარწმუნებით თქვა ლუკამ და დაუბრუნდა თავის სკამს.

დრო სწრაფად გადიოდა, ჩვენ ახალ სახლს ვითვისებდით და ველოდებოდით ოჯახის ახალ წევრს.

სადარბაზოდან გასვლისას, მე სულ მხვდებოდა ლუკა, რომელიც ჩემი დანახვისას ყვიროდა:

- გამარჯობა, დიდო გოგოვ, გინდა კანფეტი?

ორსულობის ვადა იწურებოდა. მე უკვე იშვიათად გავდიოდი სახლიდან, მიუხედავად ამისა შევნიშნე, რომ ლუკას სკამი დაცარიელდა. ,,ალბათ ლოკაცია შეცვალა,“ - ვამშვიდებდი საკუთარ თავს.

და აი დადგა ის ნანატრი დღე, როდესაც ვიგრძენი, რომ საავადმყოფოში წასვლის დროა. მეუღლემ ჩვენი გოგო მშობლებთან წაიყვანა და ჩემს წასაყვანად დაბრუნდა. სადარბაზოდან გასვლისას, მანქანისკენ ნელი ნაბიჯებით გავეშურეთ.

-გარდაიცვალა ჩემი ბიჭუნა, - მითხრა, ლუკას სკამთან მოწყენილად მდგომმა მოკუზულმა მოხუცმა, ერთმანეთს რომ შევხედეთ...

*

ჩემი შვილი იმავე დღეს დაიბადა. მე მას ლუკა დავარქვი. მეუღლე წინააღმდეგი არ ყოფილა.


2021


Алла

© Алла · «Аллея строк» · https://alleya-strok.com/w/სულელი-ლუკა

Подписка

Новые публикации — на почту

Одно короткое письмо, когда выходит новый рассказ, стих или статья. Отписаться можно в любой момент.

Адрес нужен только для писем о новых публикациях. Есть и лента RSS.

Комментарии 0 откликов

Чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь.

Пока никто не написал. Будьте первым!