ნოველები "ჩემი მეგობრების ისტორიები" · 31 октября 2026 · Алла Геленидзе

რატომ დავმარცხდით აფხაზეთში

487 прочтений · 5 мин чтения

რატომ დავმარცხდით აფხაზეთში

(რიგითი ჯარისკაცის წერილი,

რომელიც ოცდაათი წელია არ გამომიქვეყნებია)


*

მე არ ვარ პოლიტიკოსი, ამიტომაც არ მაქვს მორალური უფლება ვისაუბრო იმაზე, ვინ იყო მართალი ან დამნაშავე ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში, რატომ მოხდა ეს საშინელება და შეიძლებოდა თუ არა უბედურების თავიდან აცილება.

კონფლიქტი დაიწყო, უფრო სწორად რომ ვთქვა, ნამდვილი ომი გაჩაღდა, რომელიც ქართველებმა, მიუხედავად უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლისა, როგორც სამხედროების ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან, წააგეს. ტერიტორიებზე, მიტოვებულ სახლებსა და წინაპრების საფლავებზე საუბარიც აღარ არის.

ოცზე მეტი, წლების მანძილზე, ერთი და იგივე კითხვა მაწუხებდა - ვინ იყო საქართველოს მარცხში დამნაშავე? ბოლოს პასუხი ვიპოვე - დამნაშავეები ჩვენ თვითონ ვართ!

როგორ მივედი ამ დასკვნამდე? ახლავე მოგიყვებით...

I

როდესაც ყველაფერი დაიწყო, ქართველებს და აფხაზებს მოუწიათ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ბაირაღების სხვადასხვა მხარეს დადგომა. უბრალოდ, სხვა გამოსავალი არ იყო, ყოველ შემთხვევაში მაშინ სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავდით, და ამიტომაც ეროვნებით ქართველი ერთ-ერთ ქართულ ბატალიონში რიგით სამხედროდ წავედი.

ჩვენ ვომობდით. ვომობდით სხვადასხვანაირად. ძირითად ცუდად - ანუ განვიცდიდით გაუმართლებელ ადამიანურ დანაკარგებს და ამავე დროს არაფერს ვიპვყრობდით. ვფიქრობ, პირველ რიგში ყველაფერი ეს იმის გამო ხდებოდა, რომ ადამიანების დაღუპვის მიუხედავად, მებრძოლთა ძირითადი ნაწილი ომს არასერიოზულად განიხილავდა. ბევრი ისე იქცეოდა, თითქოს ომობანას თამაშობდა და ყოველთვის შეძლებდა ცხოვრების თავიდან დაწყებას.

გულახდილად რომ ვთქვა, ვფიქრობ რომ აფხაზებიც ასევე არასერიოზულად უდგებოდნენ ომს და ვერაფერსაც ვერ გაიმარჯვებდნენ, რომ არა მათი „მოსისხლე“ რუსი ძმები, რომლებიც ასე თუ ისე - ომობდნენ. და უფრო ხშირად არა აფხაზებთან ერთად, არამედ - აფხაზების მაგივრად. თუმცა ეს მათი საქმეა, მე კი ჩვენ პრობლემებს დავუბრუნდები.

კარგი იქნებოდა, ომის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება მხოლოდ უბრალო ჯარისკაცებსა და უმცროსი რანგის მეთაურებს ჰქონოდათ. ყველაზე მეტი საშინელება ის იყო, რომ კიდევ უფრო არასერიოზულად და არაპროფესიონალურად იქცეოდნენ უფროსი ოფიცრები. მათ არასოდეს უგრვძნიათ დენთის სუნი; თუმცა სამხედრო ფორმას ამოფარებულნი პირადი კეთილდღეობის მოწყობითა და სხვადასხვა დონეზე თავიანთი სატელიტების ინტერესების ლობირებით იყვნენ დაკავებულები.

აი თუნდაც ერთი შემთხვევა, რომლის მეც პირადად ვიყავი...


II

ომის დასასრულისკენ, როდესაც შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დავკარგეთ აფხაზეთი, მე ქვეით ბატალიონში, ისევ რიგითად ვმსახურობდი. როგორც წესი იყო, ჩვენ გვყავდა ბატალიონის მეთაური, რომელსაც თითქმის არ ვხედავდით, მაგრამ თუ ის მოვიდოდა, უკეთესი იქნებოდა, ეს არ გაეკეთებინა, ვინაიდან ყოველი მისი გამოჩენა ექსცესით სრულდებოდა: ვიღაცამ ვიღაცას დაარტყა, ვიღაცამ ვიღაცას ესროლა და ა.შ.

ძირითადად ჩვენი „ბაბუ“ იყო ბატალიონის მეთაურის მოადგილე - უკიდურესად წესიერი, არამსმელი, მშვიდი და სამართლიანი ადამიანი, რომელმაც შესძლო ჩვენს ჭრელ საზოგადოებაში სამხედრო წესრიგის დამყარება.

ბატალიონის შექმნიდან აფხაზეთის დატოვებამდე განვლილი რთული გზა მასთან ერთად გამოვიარეთ. მეთაურის მოადგილე ბრძოლის დროს ჯარისკაცების ზურგს უკან არ იმალებოდა, ღამ-ღამობით სახლში არ მიდიოდა, რესტორნის საჭმელს არ უკვეთავდა: ყველასთან ერთნაირად მშვიდი და სამართლიანი იყო.

III

ერთხელაც სამხედროი ნაწილში საგანგებო შემთხვევა მოხდა - მოვიდა მეთაური უჩინ-მაჩინი და საქმეები გააფუჭა. პრინციპში რაც გააფუჭა იმას, ჩემს ამბავთან, არანაირი კავშირი არ აქვს. მაგრამ გეტყვით, რომ ამ შემთხვევის შემდეგ მას მოუწია დაკავებული თანამდებობის დატოვება, რამაც არანაირი გავლენა არ იქონია პირადი შემადგენლობის ცხოვრებაზე.

მაგრამ როგორ ჩანს, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ დრო იყო ბატალიონს თავისი ოფიციალური მეთაური ჰყოლოდა; რომელიც, ყველაზე ცოტა, მუდმივად თავის სამუშაო ადგილზე იქნებოდა. მოკლედ, ჩვენთან “უფროსობა” მოავლინა.

შევნიშნე რა ბატალიონის ტერიტორიაზე შემოსული ძვირფასი მანქანა. გამოვედი, რათა მენახა ვინ მოვიდა და ხელში ჩემი ახლო ნათესავი შემრჩა; რომელიც “წონიანი” პიროვნება აღმოჩნდა. ვთქვა, რომ მე გავოცდი, ესე იგი არაფერი ვთქვა: ადამიანს, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონია ჯართან, უფრო მეტიც, არ გამოირჩეოდა მებრძოლი სულისკვეთებით და საერთოდ არც კი უომია, ჩემს წინაშე უფროსი ოფიცრის ფორმით წარდგა. კარგი, ჯანდაბას, არც მე ვყოფილვარ პროფესიონალი სამხედრო.

ვითომ გახარებული ნათესავს მივუახლოვდი, ერთმანეთს გადავეხვიეთ და მოვიკითხეთ, რის შემდეგ მან მითხრა:

- ხვალიდან გეყოლებათ ოფიციალური ხელმძღვანელი.

- კარგია. რამდენი ხანი შეიძლება ამის მოთმენა... გარეწარი, ის ანადგურებს ბატალიონს.

სრულიად დარწმუნებული იმაში, რომ ბოლოს და ბოლოს მოადგილე, რომელსაც ყველა ბატალიონის მეთაურად ვიხსენიებდით, ასეთად საბუთების მიხედვითაც გახდებოდა. გავიქეცი ბიჭებთან, რათა მათთვის ახალი ამბავი მეცნობა, ხოლო ‘’ხელმძღვანელობა“ შტაბისკენ გაემართა.

მომდევნო დღეს, წყობაზე მაღალჩინოსანმა წაგვიკითხა ბრძანება, რომლის მიხედვით ბატალიონის მეთაურად დანიშნულიყო ერთ-ერთი რიგითი, რომელიც ჩვენს სამხედრო ნაწილს საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ შემოუერთდა.

ერთი საათის შემდეგ, ვალმოხდილი სახით „ხელმძღვანელობა“ მანქანაში ჯდებოდა. მივუახლოვდი ჩემს ნათესავს, რათა დავმშვიდობებოდი და თითქოს სხავათაშორის ვუთხარი:

- მისმინე, ყველა გაოგნებულია... ბიჭებს ვერ გაუგიათ რატომ მაინცა და მაინც ეს ადამიანი? მას არც გამოცდილება აქვს, არც ცოდნა და ჩვენც არც კი ვიცნობთ მას წესიერად.

რაზეც ახალ სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა ხელმძღვანელმა მიპასუხა:

- გახსოვს, ბატალიონში არც თუ ისე დიდი ხნის წინ საჭმელი რომ მოიტანეს?

- როგორ არ მახსოვს, ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა - ჩვენ ამ საჭმელს სამი დღის მანძილზე ვჭამდით. მაგრამ ეს რა შუაშია აქ?

- მოკლედ, ეს საჭმწლი თავისი ხელფასით ამჟამინდელმა მეთაურმა შეიძინა - ეხლა გესმის, რა კარგი ბიჭია?

პასუხმა შოკში ჩამაგდო. ნათესავს ქურთუკის სახელურზე ვსტაცე ხელი ისე რომ მას მანქანაში ჩაჯდომის საშუალება არ მივეცი:

- მომისმინე, შეიძლება ის მართლაც კარგი ბიჭია, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა იმისთვის რომ ბატალიონში გაქაჩო.

- მას მოადგილე დაეხმარება, მითუმეტეს იგი მიჩვეულია რომ ყველაფერი თვითონ გააკეთოს.

ხელმძღვანელმა ხელი გამომგლიჯა და მანქანის წინა სავარძელზე მოკალათდა.

ეს იყო დასასრულის დასაწყისი....

მიუხედავად იმისა, რომ მეთაურის მოადგილე ცდილობდა ბატალიონის შენარჩუნებას, ძალაუფლება მას აღარ ჰქონდა, ამიტომაც ერთ უსიამოვნებას მეორე მოსდევდა. რამდენიმე თვის შემდეგ ჩვენმა „ბაბუმ’’ ვეღარ აიტანა შექმნილი უწესრიგობა. იგი გადადგა, მას რამოდენიმე ადამიანი მიჰყვა, მათ შორის მეც.

მოგვიანებით გავიგეთ, რომ ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს, კარგი ბიჭობის მიუხედავად, მაინც მოუწია მეთაურეობიდან გადადგომა... მერე ბატალიონიც დაიშალა...

ასე დაასრულა არსებობა ძლიერმა, ერთ მუშტად შეკრულმა სამხედრო ერთეულმა, რომელსაც ჩვენ „ჩვენს ბატალიონს“ ვუწოდებდით.

***


პირადად მე არაფერი ვიცი ზემოთ აღწერილი მოვლენების შესახებ და ვერ დავადასტურებ ამ ამბის სიზუსტეს!!!



Автор Алла Геленидзе

© Алла Геленидзе · «Аллея строк» · https://alleya-strok.com/w/რატომ-დავმარცხდით-აფხაზეთში

Подписка

Новые публикации — на почту

Одно короткое письмо, когда выходит новый рассказ, стих или статья. Отписаться можно в любой момент.

Адрес нужен только для писем о новых публикациях. Есть и лента RSS.

Комментарии 0 откликов

Чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь.

Пока никто не написал. Будьте первым!